მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონეტა ექსპრეს ჯორჯია 15 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საფინანსო ბაზარზე. ორგანიზაციამ აქტიური ფინანსური მოღვაწეობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და დღეს-დღეობით ერთ-ერთ მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიად გვევლინება.
თავდაპირველად საქმიანობა დავიწყეთ ერთი ფილიალით ქუთაისში, დღეს კი კომპანია ფლობს 9 ფილიალს.უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფილიალების ქსელის გაფართოება და ახალი სერვისების შეთავაზება კლიენტებისათვის.
2008 წელს კომპანიამ გაიარა რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი.